Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა


უზბეკეთის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ორგანიზაცია "უზბეკეთის ისლამური მოძრაობის" წევრს,

უზბეკეთის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ორგანიზაცია "უზბეკეთის ისლამური მოძრაობის" წევრს,
ისკანდერ ჰუდოიბერგანოვს. ამ ორგანიზაციას უზბეკეთი და შეერთებული შტატები ტერორისტულ მოძრაობად მიიჩნევენ. ჰუდოიბერგანოვს ბრალად ედება ტაშკენტში 1999 წლის თებერვალში მოწყობილ აფეთქებაში, აგრეთვე ყირგიზეთის სამხრეთ საზღვარზე 1999 წლის აგვისტოში მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა. სასამართლო აცხადებს აგრეთვე, რომ ჰუდოიბერგანოვი იყო შეიარაღებული დაჯგუფებების წევრი ტაჯიკეთსა და ჩეჩნეთში, და რომ მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა უზბეკეთის ისლამური მოძრაობის ხელმძღვანელებთან. ჰუდოიბერგანოვი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ მას წამებით აიძულეს დანაშაულის აღიარება. მასთან ერთად გასამართლებულ 5 უზბეკს 6-დან 16 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
XS
SM
MD
LG