კენიის ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინა რაიმე კავშირი ალ-ყაიდასა და იმ 10 მოქალაქეს შორის, რომლებიც ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დააკავეს.
პაკისტანისა და სომალის მოქალაქეები კენიის ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს - მათი საბუთები საეჭვოდ მოეჩვენა პოლიციას. ისრაელი დარწმუნებულია იმაში, რომ ქალაქ მომბასაში მომხდარი თავდასხმის უკან ალ-ყაიდა დგას. არ გამორიცხავს ამას შეერთებული შტატებიც. 28 ნოემბერს,მომბასის სასტუმროში, რომელიც ისრაელის მოქალაქეს ეკუთვნის - აფეთქება მოხდა; 13 ადამიანი დაიღუპა. იმავდროულად, ისრაელის სამგავრო თვითმფრინავს, რომელიც ის ის იყო ქალაქის აეროპორტიდან აფრინდა, ესროლეს ორი რაკეტა, რომლებიც მიზანს ასცდა.