Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს


რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გამყარებისკენაა მიმართული.

რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გამყარებისკენაა მიმართული.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბეჰარი ვაჯპაიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთობლივ დეკლარაციასა და შვიდ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ინდოეთის დედაქალაქ დელიში. ამ შეთანხმებათა შორის არის დოკუმენტები, რომლებიც ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ხელი მოეწერა აგრეთვე ოქმს ინტელექტუალური ქონების დაცვის შესახებ. დღესვე რუსეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, იგორ ივანოვმა და ჯასვანთ სინჰამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ.
XS
SM
MD
LG