Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენში დამთავრდა ევროპის კავშირის სამიტი


კოპენჰაგენში დამთავრდა ევროპის კავშირის სამიტი, რომლის მონაწილეებმა კავშირში ათი ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კოპენჰაგენში დამთავრდა ევროპის კავშირის სამიტი, რომლის მონაწილეებმა კავშირში ათი ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დაძაბული, ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულ იქნა კომპრომისული შეთანხმება, რომელიც კავშირის გაფართოების დაწყების საშუალებას იძლევა. კანდიდატი ქვეყნები, პოლონეთის თაოსნობით, კავშირისგან უფრო მძლავრ ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდნენ და, როგორც სამიტის მიწურულს გამოცხადდა, მიაღწიეს კიდეც მას. შეთანხმების დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან, მაგრამ, ექსპერტთა ვარაუდით, საქმე აგრარული სუბსიდიების გაზრდას ეხება. სამიტზე გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირი პოლონეთს მილიარდ ევროს გამოუყოფს 2004-2006 წლების პერიოდში, ანუ აქამდე დაგეგმილზე უფრო ადრე, თუმცა ამით დახმარების საერთო მოცულობა არ შეიცვლება. გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს ანკარის თხოვნა, 2003 წელს დაწყებულ იქნეს ოფიციალური მოლაპარაკება კავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე. ამ თხოვნას კავშირმა უარით უპასუხა და განაცხადა, რომ მოლაპარაკება დაიწყება არაუადრეს 2004 წლის მიწურულისა.
XS
SM
MD
LG