Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყის


დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყის ობიექტების შემოწმება განაგრძეს.

დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყის ობიექტების შემოწმება განაგრძეს.
მათ შეამოწმეს 11 ობიექტი, რომელზეც, შესაძლოა, მზადდებოდეს ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღი. ინსპექტორები ესტუმრნენ სამედიცინო ლაბორატორიასაც, სადაც გუშინ ვერ შეაღწიეს იმის გამო, რომ ერაყში დასვენების დღე იყო. გაეროს ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა ბაღდადს ყველა იმ სპეციალისტის სია მოსთხოვა, რომელსაც ოდესმე უმუშავია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. დღესვე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ერაყის სამხედრო პროგრამების შესახებ ბაღდადის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად გაეროს ექსპერტებს რამდენიმე თვე დასჭირდებათ. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, იანვარში ექსპერტები წინასწარ შედეგებს წარმოადგენენ, მაგრამ საბოლოო დასკვნებისთვის მეტი დრო იქნება საჭირო. გუშინ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ანგარიში უმეტესწილად მოძველებულ ინფორმაციას შეიცავს.
XS
SM
MD
LG