Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ ხელი აიღო განზრახვაზე


რუსეთის ხელისუფლებამ ხელი აიღო განზრახვაზე, მიმდინარე წლის ბოლომდე დაეკეტა ჩეჩენი ლტოლვილების ინგუშეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ბანაკი.

რუსეთის ხელისუფლებამ ხელი აიღო განზრახვაზე, მიმდინარე წლის ბოლომდე დაეკეტა ჩეჩენი ლტოლვილების ინგუშეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ბანაკი.
ამის შესახებ დღეს, მოსკოვში გამოაცხადა ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ტობი ლანზერმა. მისი თქმით, ბანაკების დახურვის ზუსტ თარიღს ოფიციალური პირები აღარ ასახელებენ. რუსი და უცხოელი უფლებადამცავების მონაცემებით, ფედერალური და რესპუბლიკური ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო ხანს სისტემატურად სტუმრობდნენ ბანაკებს, რათა დაპირებებისა თუ მუქარების გზით ლტოლვილები ჩეჩნეთში დაბრუნებაზე დაეყოლიებინათ.
XS
SM
MD
LG