Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის უშიშროების სამსახურმა, ევროპოლმა, ხელი


ევროპის უშიშროების სამსახურმა, ევროპოლმა, ხელი მოაწერა შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებას ინფორმაციის გაცვლაზე,

ევროპის უშიშროების სამსახურმა, ევროპოლმა, ხელი მოაწერა შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებას ინფორმაციის გაცვლაზე,
რომელიც ეხება ბოროტმოქმედებაში ან ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების პირად ცხოვრებას. ამიერიდან შეერთებულ შტატებს საშუალება ექნება შევიდეს მონაცემთა ბაზაში, რომელშიც ინფორმაცია შედის ევროპის კავშირის 15-ვე წევრი ქვეყნიდან და, კერძოდ, შეიცავს მისამართებსა და საბანკო ანგარიშების ნომრებს. ადამიანის უფლებათა დამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე შეიძლება შეექმნას მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს. მაგრამ ევროპოლის წესების თანახმად, ევროკავშირის თითოეულ წევს შეუძლია შეზღუდვა დააწესოს ამერიკისთვის მონაცემების გადაცემაზე.
XS
SM
MD
LG