Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მუშაობას განაგრძობენ გაეროს ინსპექტორები


ერაყში მუშაობას განაგრძობენ გაეროს ინსპექტორები, რომლებმაც დღეს დაათვალიერეს სახელმწიფო საწარმო,

ერაყში მუშაობას განაგრძობენ გაეროს ინსპექტორები, რომლებმაც დღეს დაათვალიერეს სახელმწიფო საწარმო,
სადაც რაკეტების სათადარიგო ნაწილებს ამზადებენ. ამასთან მოინახულეს კიდევ სამი ობიექტი. ინსპექტორებს ჯერჯერობით მასობრივი განადგურების უშუალო კვალი არ უნახავთ.
შეერთებული შტატების და ბრიტანეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს ერაყის საზენიტო დანადგარები და როგორც ფრანც-პრესი იუწყება, ჩამოყარეს პროკლამაციები, რომლებშიც მოწოდებაა გამოთქმული სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატები განაგრძობს ჯარის თავმოყრას, მომავალ კვირებში იქ ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 90 ათასამდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG