Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომცრო თვითმფრინავი, რომლის ფრანკფურტის თავზე


მომცრო თვითმფრინავი, რომლის ფრანკფურტის თავზე რამდენიმესაათიანმა ფრენამ დიდი შეშფოთება გამოიწვია, მშვიდობიანად დაეშვა გერმანიის ამ ქალაქის აეროპორტზე.

მომცრო თვითმფრინავი, რომლის ფრანკფურტის თავზე რამდენიმესაათიანმა ფრენამ დიდი შეშფოთება გამოიწვია, მშვიდობიანად დაეშვა გერმანიის ამ ქალაქის აეროპორტზე.
ეს ცნობა კვირას, საღამო ხანს გაავრცელა გერმანიის საჰაერო უშიშროების უწყებამ. მფრინავი, რომელი, ცნობების თანახმად, ფსიქიურად დაავადებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, უმალ დააკავეს. მას თვითმფრინავი ფრანკფურტის მახლობლად მდებარე ქალაქ ბაბენჰაუზენის აეროპორტიდან ჰქონდა გატაცებული. პოლიციის შეფასებით, მფრინავს ტერორისტული განზრახვა არ ჰქონია. თვითმფრინავის ძირს დაშვებამდე პოლიციამ დააკმაყოფილა გამტაცებლის მოთხოვნა და ის საინფორმაციო ტელეკომპანია ენტევესთან დააკავშირა. გამტაცებელმა აღნიშნა, რომ არ აპირებს, ვინმეს რაიმე დაუშავოს - მხოლოდ სურს, მსოფლიოს გაახსენოს ამერიკელი ასტრონავტი ქალი ჯუდის რესნიკი, რომელიც 1986 წელს ამერიკულ კოსმოსურ ხომალდ "ჩელენჯერის" კატასტროფაში დაიღუპა. ინციდენტის დამთავრებამდე პოლიციამ, რომელიც ტერაქტის საფრთხეს არ გამორიცხავდა, ფრანკფურტში მრავალსართულიანი სახლების ევაკუაცია მოახდინა და აეროპორტი დახურა.
XS
SM
MD
LG