Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთმა რუსეთს გადასცა ჩეჩენი ეჭვმიტანილი, რომელსაც თავდასხმებში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთმა რუსეთს გადასცა ჩეჩენი ეჭვმიტანილი, რომელსაც თავდასხმებში
თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ზაინალაბიდ გასანოვი ყაზახეთში ოქტომბერში დააკავეს და რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩაიყვანეს. ამავე ინფორმაციით, გასანოვი წამყვან როლს ასრულებდა 1999 წელს დაღესტანში მოწყობილ თავდასხმებში. სამინისტრო კმაყოფილებას გამოთქვამს ჩეჩენი ეჭვმიტანილის ექსტრადიციის გამო, რაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “ ადასტურებს ყაზახეთისა და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.
XS
SM
MD
LG