Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს


ლონდონში წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი, სანამ ბრიტანეთის მთავრობა

ლონდონში წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს ჩეჩენი მეამბოხეების წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი, სანამ ბრიტანეთის მთავრობა
განიხილავს რუსეთის მოთხოვნას ზაკაევის ექსტრადიციის შესახებ. მოსამართლე ტიმოთი უორკმენმა ზაკაევის საქმის განხილვა გადადო 31 იანვრამდე - მისი თქმით, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტი დრო მოითხოვა ექსტრადიციის საკითხის განსახილველად. რუსეთის ხელმძღვანელობა ზაკაევს აკისრებს 1996 წელს ჩეჩნეთში ბრძოლების დროს რუსი სამხედროების უკანონოდ დაპატიმრებისა და დახოცვის პასუხისმგებლობას. ზაკაევი 5 დეკემბერს დააკავეს ლონდონში, სადაც ის დანიიდან ჩავიდა.
XS
SM
MD
LG