Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა უაღრესად შეშფოთებულია ჩრდილოეთი


საერთაშორისო თანამეგობრობა უაღრესად შეშფოთებულია ჩრდილოეთი კორეის გადაწყვეტილებით, გავიდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან.

საერთაშორისო თანამეგობრობა უაღრესად შეშფოთებულია ჩრდილოეთი კორეის გადაწყვეტილებით, გავიდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - ამ ნაბიჯის სერიოზული მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით - აუცილებლად მიიჩნევენ საქმეში გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას. იაპონიისა და რუსეთის ლიდერებმა ფხენიანს მოუწოდეს, შეცვალოს გადაწყვეტილება. ავსტრალია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მოლაპარაკების მიზნით, დელეგაციას აგზავნის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ არ გაუკვირვებია ჩრდილოეთი კორეის ამ ნაბიჯს. ბოლტონმა დასძინა, რომ ხელშეკრულების პირობებს ფხენიანი არც აქამდე ასრულებდა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.
XS
SM
MD
LG