Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ დღეს განაცხადა, რომ


ჩრდილოეთმა კორეამ დღეს განაცხადა, რომ განაახლებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, თუ აშშ არ შეეცდება ურიერთობათა გაუმჯობესებას ფხენიანთან.

ჩრდილოეთმა კორეამ დღეს განაცხადა, რომ განაახლებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, თუ აშშ არ შეეცდება ურიერთობათა გაუმჯობესებას ფხენიანთან.
პეკინში სიტყვით გამოსვლისას, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა ჩინეთში ჩო ჯინ სუმ განაცხადა, რომ აშშ-ის მტრულმა დამოკიდებულებამ აიძულა ფხენიანი – გამოვიდეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან, აგრეთვე გააუქმოს ბალისტიკური რაკეტების გამოცდებზე 1999 წლის სექტემბერში გამოცხადებული მორატორიუმი. ამასობაში, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში სონ მუნ სანმა დღეს ვენაში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას განზრახული აქვს უახლოეს რამდენიმე კვირაში თავისი ატომური რეაქტორი აამოქმედოს იონბონში.
XS
SM
MD
LG