Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვეთრად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში.


მკვეთრად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა ისრაელის დასახლება მოშავ-გადიშში,

მკვეთრად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა ისრაელის დასახლება მოშავ-გადიშში,
რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის საზღვართან მდებარეობს. იქ შეიარაღებული პალესტინელები შეიჭრნენ და ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ მოსახლეებს. ისრაელის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელები საპასუხო ცეცხლით მოკლეს. ორმხრივ სროლაში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დღესვე, ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე მოხდა შეტაკება ისრაელის არმიის შენაერთსა და შეიარაღებულ რაზმს შორის (ეს უკანასკნელი, როგორც ვარაუდობენ, პალესტინელებისა იყო). შეტაკებაში დაიღუპა ორი თავდამსხმელი და ერთი ისრაელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG