Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა, განაცხადა, რომ იგი დაელოდება ერაყთან დაკავშირებით გაეროს განიარაღების ინსპექტორთა დასკვნას,

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა, განაცხადა, რომ იგი დაელოდება ერაყთან დაკავშირებით გაეროს განიარაღების ინსპექტორთა დასკვნას,
თუმცა, მისივე თქმით, პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ან მშვიდობიანად უნდა განიარაღდეს, ან მას ამის გაკეთებას აიძულებენ. ლონდონში გამოსვლისას, ბლერმა რწმენა გამოთქვა, რომ სადამ ჰუსეინის მტკიცება, თითქოს ბაღდადს მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნდეს, სიცრუეა. ბრიტანეთის ლიდერმა დასძინა, რომ ერაყი გაეროს რეზოლუციების შესაბამისად უნდა განიარაღდეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებასთან დაკავშირებული სამუშაოს დასამთავრებლად გაეროს ინსპექტორებს კიდევ არაერთი თვე დასჭირდებათ. ბარადეის თქმით, სამუშაოს დასრულების ვადა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ითანამშრომლებს ბაღდადი გაეროსთან. დღესვე, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ თქვა, რომ თუ ერაყის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ეს მთელი კაცობრიობის მარცხი იქნება. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ეს ომი ყველაზე მეტად ერაყელ ხალხს ავნებდა.
XS
SM
MD
LG