Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დღეს დაიწყო პალესტინის ავტონომიის


ლონდონში დღეს დაიწყო პალესტინის ავტონომიის რეფორმირებისა და ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

ლონდონში დღეს დაიწყო პალესტინის ავტონომიის რეფორმირებისა და ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
მასში მონაწილეობს ეგრეთწოდებული კვარტეტი - რუსეთი, აშშ, ევროპის კავშირი და გაერო. პალესტინელთა დელეგაციას ისრაელმა არ მისცა ნება დასწრებოდა კონფერენციას, არ გაუშვა რა მისი ტერიტორიიდან. პალესტინელები ტელე-ვიდეოკავშირით ახერხებენ კონფერენციის მსვლელობას თვალი ადევნონ. ავტონომიის ერთ-ერთმა ლიდერმა აბედ რაბომ განაცხადა, რომ ისრაელთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტები შეწყდება. თავის მხრივ, რაბოს თქმით, რომელიც ტელეხიდის საშუალებით გამოვიდა კონფერენციაზე, ისრაელმა უნდა შეამსუბუქოს რეჟიმი პალესტინელთა ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG