Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღით შანტაჟში ადანაშაულებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღით შანტაჟში ადანაშაულებს.
მოჰამედ ელბარადეის თქმით, ჩრდილოეთი კორეა თავისი უშიშროებისა და ენერგეტიკული პრობლემების მოსაგვარებლად ეწევა შანტაჟს. ამის შესახებ ელბარადეიმ განაცხადა მოსკოვში, რუს ოფიციალურ პირებთან ჩრდილოეთი კორეისა და ერაყის კრიზისებზე მოლაპარაკებისას. ფხენიანმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ისევ აამუშავებს ბირთვულ რეაქტორს, რომელიც დაახლოებით 9 წლის წინ დაიხურა და რომ ქვეყნიდან აძევებს გაეროს ატომური ენერგიის სამეთვალყურეო სააგენტოს ინსპექტორებს. ამას მოჰყვა ფხენიანის გასვლა ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან და დამუქრება სარაკეტო გამოცდების განახლებით. ელბარადეის შეფასებით, მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჩრდილოეთი კორეის პრობლემა მოგვარდება.
XS
SM
MD
LG