Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა პეტერ


ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა პეტერ აიხერმა, სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა,

ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა პეტერ აიხერმა, სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა,
უზრუნველყოს 19 თებერვლისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება. აიხერმა, რომელიც სათავეში უდგას ეუთოს მეთვალყურეთა მისიას, იმედი გამოთქვა, რომ მისიას სრული საფუძველი ექნება დაასკვნას, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხში სომხეთი ასრულებს საერთაშორისო და საშინაო ვალდებულებებს. აიხერის თქმით, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთში ეუთოს 250-მდე მეთვალყურე ჩავა. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალ იხსნება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში უკვე 11 კანდიდატი გაატარა. მათ შორის არის სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელსაც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს.
XS
SM
MD
LG