Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ხედავს ერაყის წინააღმდეგ ძალის მოცემულ მომენტში გამოყენების საფუძველს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ხედავს ერაყის წინააღმდეგ ძალის მოცემულ მომენტში გამოყენების საფუძველს.
როგორც იგორ ივანოვმა ათენში ვიზიტის დროს განაცხადა, ჯერ კიდევ არსებობს ერაყის კრიზისის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური გზები. მისი განმარტებით, დიპლომატიური ძალისხმევის მთავარი ამოცანა უნდა იყოს გაეროს განიარაღების ექსპერტებისათვის უფლების მიცემა, განაგრძონ ერაყში საეჭვო ობიექტების შემოწმება. ათენში მიმდინარეობს ივანოვის მოლაპარაკება ევროკავშირისა და ამ გაერთიანების ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დღის წესრიგში დგას ერაყის კრიზისიც.
XS
SM
MD
LG