Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ეუთოს განუცხადა, რომ არ


რუსეთმა ეუთოს განუცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ჩეჩნეთში ეუთოს ახალი მანდატით.

რუსეთმა ეუთოს განუცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ჩეჩნეთში ეუთოს ახალი მანდატით.
ეს, ეუთოს პრესმდივნის განმარტებით, ნიშნავს, რომ მისია 21 მარტამდე უნდა დაიხუროს. მისიის ხელმძღვანელი, ფინელი დიპლომატი იორმა ინკი უკვე დაბრუნდა ჰელსინკიში. მისიის ბოლო მანდატი კი დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. რუსეთს არაერთხელა ჰყავს გაკრიტიკებული ეუთოს მისია, რომელიც 1995 წლიდან მუშაობდა ჩეჩნეთში. მოსკოვი მოითხოვდა ეუთოს მიერ ადამიანის უფლებებზე აქცენტის გაკეთების შეწყვეტას და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებას. მისიის მანდატის ამოწურვის მიუხედავად, აშშ და სხვა ქვეყნები შეეცადნენ მოსკოვის დაყოლიებას მოლაპარაკების გაგრძელებაზე. მაგრამ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელმა ვენაში, ეუთოს შეხვედრაზე თქვა, მოსკოვმა უარი თქვა მისიის შესახებ ახალი გეგმის განხილვაზე.
XS
SM
MD
LG