Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარებმა დღეს ორი პალესტინელი


ისრაელის ჯარებმა დღეს ორი პალესტინელი მოკლეს და საჰაერო იერიშები წამოიწყეს მას შემდეგ, რაც

ისრაელის ჯარებმა დღეს ორი პალესტინელი მოკლეს და საჰაერო იერიშები წამოიწყეს მას შემდეგ, რაც
პალესტინელი ექსტრემისტების თავდასხმამ ისრაელის სამი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ეს თავდასხმა წუხელ ქალაქ ჰებრონის მახლობლად განხორციელდა - მისი პასუხისმგებლობა იკისრა ისლამურმა გასამხედროებულმა დაჯგუფება "ჰამასმა". ხოლო დღეს ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა. მოგვიანებით, ღაზიდან გასროლილი ხუთი ჭურვი ჩავარდა ისრაელის ტერიტორიაზე და დააზიანა ერთი სახლი. მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყებიან. "ჰამასმა" იკისრა ამ იერიშის პასუხისმგებლობაც.
XS
SM
MD
LG