Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარები პალესტინელთა ტერიტორიებს მთლიანად


ისრაელის ჯარები პალესტინელთა ტერიტორიებს მთლიანად ჩაკეტავენ,

ისრაელის ჯარები პალესტინელთა ტერიტორიებს მთლიანად ჩაკეტავენ,
სანამ ისრაელში დასრულდება სამშაბათისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნები. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა განაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის საზღვრების გასწვრივ 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე განლაგდება. მისი თქმით, მოეპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პალესტინელი ექსტრემისტები კენჭისყრის ჩაშლას გეგმავენ. კვირას ისრაელის ტერიტორიას ოთხი რაკეტა ესროლეს ღაზის სექტორიდან. ეს მოხდა ოთხი საათის შემდეგ მას მერე, რაც იქიდან ისრაელის ჯარები იქნენ გაყვანილი. არმიის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა 13 პალესტინელი და ათობით დაიჭრა.
XS
SM
MD
LG