Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ, 2 საათსა და 30


წუხელ, 2 საათსა და 30 წუთზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანთან სარკინიგზო ხიდის ჩანგრევის შედეგად, აზერბაიჯანის ნავთობით დატვირთული სამი ცისტერნა, მდინარე ხევში ჩავარდა.

წუხელ, 2 საათსა და 30 წუთზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანთან სარკინიგზო ხიდის ჩანგრევის შედეგად, აზერბაიჯანის ნავთობით დატვირთული სამი ცისტერნა, მდინარე ხევში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ავარიის შედეგად მოხდა გაჟონვა და 120 ტონამდე ნავთობს ცეცხლი წაეკიდა. ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებსა და მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა ხიდის ჩანგრევის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, მიზეზი დივერსია არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG