მოსკოვის დუბროვკის თეატრალურ ცენტრზე შარშან ოქტომბერში განხორციელებული თავდასხმის კიდევ ოცი მსხვერპლი აპირებს
სარჩელის შეტანას მოსკოვის საქალაქო მთავრობისაგან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით. ამის შესახებ იუწყება დაზარალებული მხარის ვექილი იგორ ტრუნოვი, რომელიც ორშაბათს აპირებს სარჩელების შეტანას. ასევე ტრუნოვის თქმით, სამმა მსხვერპლმა, რომლის სარჩელები გასულ კვირაში უარყო მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მოსკოვის საქალაქო მთავრობის წინააღმდეგ ოქტომბერში გადარჩენილების, აგრეთვე დაღუპულთა ნათესავების მიერ შეტანილი სარჩელების რაოდენობა, ამჟამად, დაახლოებით სამოცია და უკავშირდება დაახლოებით 60 მილიონი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნას.