Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასის შტატის ტერიტორიაზე აღმოჩნდა გუშინ


ტეხასის შტატის ტერიტორიაზე აღმოჩნდა გუშინ კოსმოსურ ხომალდ

ტეხასის შტატის ტერიტორიაზე აღმოჩნდა გუშინ კოსმოსურ ხომალდ
"კოლამბიას" კატასტროფის შედეგად დაღუპული ასტრონავტების სხეულის ნაწილები. ტრაგედიის მიზეზები ჯერ არ დადგენილა. გუშინ მომხდარ კატასტროფაში შვიდი ასტრონავტი დაიღუპა. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს, "ნასას" წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ავარია მარცხენა ფრთის თერმოდამცველი სისტემის მოშლამ გამოიწვია. როგორც ჩანს, "კოლამბია" აფრენისთანავე დაზიანდა, მაგრამ მაშინ სპეციალისტებმა არ მიაქციეს ამას ყურადღება. გამოძიების დასრულებამდე შეწყდა "კოლამბიის" ტიპის კოსმოსური ბორნების ფრენა.
XS
SM
MD
LG