Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგ


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ ბეირუთში განაცხადა, რომ ევროკავშირმა, რომლის მორიგე თავმჯდომარე ახლა საბერძნეთია,

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ ბეირუთში განაცხადა, რომ ევროკავშირმა, რომლის მორიგე თავმჯდომარე ახლა საბერძნეთია,
აპირებს შეუერთდეს არაბთა სამშვიდობო მისიას, როელიც ერაყის პრეზიდენტის გაფრთხილებას აპირებს, განიარაღდეს. თურექთის მმართველი პარტიის, ზომიერი ისლამისტების ლიდერმა რეჯეპ ერდოანმა თქვა, რომ თუკი სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ გარდაუვალი გახდა, თურქეთმა შეერთებულ შტატებს მხარი უნდა დაუჭიროს.
სხვა შემთხვევაში თურქეთის საერთაშორისო ავტორიტეტი სერიოზულად დაეცემა.
ანკარა ერაყის მიმართ ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო, რადგან შიშობდა, რომ ომს რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება. საფრანგეთის ქალაქ ლე ტუკეში დღეს საფრანგეთის და ბრიტანეთის უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და პემიერ მინისტრი ტონი ბლერი ერაყთან დაკავშირებთი ერთობლივ ხაზზე ვერ მორიგდენენ. ტონი ბლერი ფიქრობს, რომ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენება შესაძლებელია, საფრანგეთის მთავრობა კი ფიქრობს, რომ განიარაღების ექსპერტებს მეტი დრო უნდა მიეცეთ ერაყის ობიექტების შესამოწმებლად.
ერაყში დღეს განიარაღების ექსპერტებმა 10 ობიექტი დაათვალიერეს. ყველა მათგანი შეძლებოდა გამოყენებულიყო მასობრივი განადგურების იარაღის საწარმოებლად. სხვათა შორის მოინახულეს რაკეტების გამოსაცდელი დანადგარი, ქარხანა და ქიმიური ფაბრიკა, ასევე წყლის გამწმენდი სადგური ბაღდადში.
XS
SM
MD
LG