Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების უწყების ოფიციალურმა


ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება იმის თაობაზე,

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება იმის თაობაზე,
რომ ევროკავშირმა შეიძლება თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნოს საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს მოჰყავთ ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების უწყების პრეს-მდივნის დიეგო ოხიედას სიტყვები, რომელმაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირში პირველად ესმით ამის შესახებ და ქართულ მხარეს მათთვის არ მიუმართავს. ევროკავშირი არ აპირებს კავკასიის რეგიონზე გააფართოვოს თავისი კონტინგენტის მოღვაწეობა, რომელიც ამჟამად ბალკანეთში იქმნება, აღნიშნა მან. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოში სამშვიდობო მისიას რუსეთის კონტინგენტი ასრულებს და არსებობს პრობლემები ამ მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG