Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტი მიემხრო წინადადებას, რომლის


თურქეთის პარლამენტი მიემხრო წინადადებას, რომლის მიხედვით აშშ-ს უფლება მიეცემა მოამზადოს თავისი სამხედრო ბაზები თურქეთში,

თურქეთის პარლამენტი მიემხრო წინადადებას, რომლის მიხედვით აშშ-ს უფლება მიეცემა მოამზადოს თავისი სამხედრო ბაზები თურქეთში,
ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ აბდულა გიულის განცხადება, რომ თურქეთს სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ერაყთან ომში აშშ-ს მიემხროს. თუმცა, ასევე გიულის სიტყვებით, თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას ერაყის წინაღამდეგ სამხედრო ოპერაციებში: [აბდულა გიულის ხმა] "ჩვენ არ ვაპირებთ ერაყთან ომში ჩაბმას. თურქეთის შეიარაღებული ძალები არანაირი ომის მონაწილე არ გახდებიან. ჩვენ გადაჭრით ვემხრობით მშვიდობას". 18 თებერვალს თურქეთის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა იმის შესახებ, მისცენ თუ არა ვაშინგტონს თურქეთის ბაზების გამოყენების უფლება, ერაყის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG