Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ


თედო ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ, მოსკოვში მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში,

თედო ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ, მოსკოვში მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში,
საქართველო პრინციპულად დასვამს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისდამცველების მანდატის შეწყვეტის საკითხს. მაგრამ, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან", ინტერვიუში აღნიშნა, სავარაუდოა, რომ საქმე აქამდე არ მივა და მხარეები კომპრომისის წყალობით მიაღწევენ სასურველ შედეგებს. მოსკოვში დღეს დაიწყო საქართველო-რუსეთის კონსულტაციები საშვიდობო ძალების მანდატის შესახებ. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ სოხუმი დაუშვებლად მიიჩნევს კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ნაცვლად ევროკავშირის ჯარების განთავსებას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" უთხრა აფხაზი სეპარატისტების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დაურ არშბამ. განცხადება, რომ არსებობს კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის შეიარაღებული ძალების განთავსების პერსპექტივა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.
XS
SM
MD
LG