Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე


უშიშროებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა მიუნხენში, შეერთებული შტატების

უშიშროებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა მიუნხენში, შეერთებული შტატების
თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ერაყის პრობლემის მოგვარება სულაც არ იქნება ძნელი, თუ მსოფლიო თანამეგობრობა დაანახებს ბაღდადს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას და განაიარაღებს სადამ ჰუსეინის რეჟიმს. რამსფელდმა განაცხადა აგრეთვე, რომ ერაყთან ომის შემთხვევაში ნატო ვალდებულია თურქეთი დაიცვას. პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატოს იმ წევრების პოზიცია, რომლებიც თურქეთის საკითხზე შეთანხმებულ გადაწყვეტილებათა მიღებას აფერხებენ, ასუსტებს დასავლეთის კავშირს. იგულისხმება გერმანია, საფრანგეთი და ბელგია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა კვლავ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობას. ფიშერმა დასძინა, რომ დასავლეთევროპელთა უმრავლესობა - ომის წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG