Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში გაიმართა გაეროს განიარაღების ექსპერტთა


ბაღდადში გაიმართა გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელების შეხვედრა ერაყელ ოფიციალურ პირებთან.

ბაღდადში გაიმართა გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელების შეხვედრა ერაყელ ოფიციალურ პირებთან.
როგორც ექსპერტების ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ გაეროს ინსპექციის პროგრამასთან ერაყის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დაწყების მოწმე გახდა. მისივე თქმით, ერაყმა წარადგინა დოკუმენტები ადრინდელი ბიოლოგიური იარაღისა და რაკეტების შესახებ. როგორც ბლიქსმა აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუციას განიარაღების შესახებ ერაყის მხრივ მყისვე მოჰყვა თანამშრომლობა, თუმცა, ის შინაარსობრივად დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ ინფორმაციით, ბლიქსსა და გაეროს ატომური სამეთვალყურეო სააგენტოს ხელმძღვანელ მოჰამედ ელბარადეის არ მიუღიათ ერაყის დასტური ექსპერტების საქმიანობის ხელშესაწყობად ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების გამოყენებაზე. მაგრამ ბაღდადმა პირობა დადო, რომ ამ მოთხოვნას პარასკევს უპასუხებს. ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ელბარადეიმ კი აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსაგან მოელის განიარაღების ექსპერტებისათვის მეტი დროს მიცემას, რათა მათ შემოწმების მხრივ წინსვლას მიაღწიონ. ასევე ელბარადეის თქმით: [ელბარადეის ხმა] "აქ სამი მიზნით ჩამოვედით. ესენია: სრულმასშტაბიანი შემოწმება, ერაყის მხრივ სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა და განიარაღების დარჩენილი საკითხების მოგვარება. და ვფიქრობ, სამივე მხრივ საკმაოდ დიდ წინსვლას მივაწღიეთ. საჭიროა, შეიცვალოს ერაყის დამოკიდებულება და ვფიქრობ, სახეზეა ასეთი ცვლილების დაწყება. ჩვენ ერაყელებს შევატყეთ მონდომება, მოგვარდეს ეს საკითხები". ბლიქსი და ელბარადეი პარასკევს წარდგებიან გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის შესახებ ანგარიშით, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
XS
SM
MD
LG