Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ დღეს


საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ დღეს გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება ერაყში სამხედრო ინსპექციების გამკაცრებისა და გაფართოებისკენ.

საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ დღეს გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება ერაყში სამხედრო ინსპექციების გამკაცრებისა და გაფართოებისკენ.
დეკლარაცია პარიზში წაიკითხა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად მოწყობილ პრესკონფერენციაზე. აუცილებელია, რომ ერაყის სამხედრო მანქანა რაც შეიძლება მალე იქნეს ნეიტრალიზებული, მაგრამ ომი ამ მიზნის მიღწევის უკანასკნელი საშუალებააო - განაცხადა შირაკმა. მანვე დასძინა, რომ არ არსებობს უტყუარი საბუთი იმისა, რომ ერაყი მართლაც ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. შირაკის თქმით, დისკუსია ერაყის საკითხზე უნდა მიმდინარეობდეს მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში, რაც ახასიათებს საფრანგეთის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG