Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ფრაქცია ,,ახალი აფხაზეთი -


საპარლამენტო ფრაქცია ,,ახალი აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატის" თავმჯდომარემ,

საპარლამენტო ფრაქცია ,,ახალი აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატის" თავმჯდომარემ,
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ვაჟა ლორთქიფანიძე პარლამენტის სამშაბათს გამართულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებისთვის ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების მიღების ინიციატივით გამოვიდა.
ვაჟა ლორთქიფანიძემ განაცხადა რომ, თებერვლის დასაწყისში იგი ევროპარლამენტში ვიზიტად იმყოფებოდა ქრისტიან-დემოკრატების მიწვევით, სადაც დაისვა საკითხი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ.
როგორც სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი პარლამენტის პარასკევის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.
ამასთან, ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ პირველ ეტაპზე ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

XS
SM
MD
LG