Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გელმანდის პროვინციის ხელისუფლება ირწმუნება


ავღანეთის გელმანდის პროვინციის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სულ ცოტა 17 ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა ამერიკის ავიაციის მიერ ახლახან განხორციელებული იერიშისას.

ავღანეთის გელმანდის პროვინციის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სულ ცოტა 17 ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა ამერიკის ავიაციის მიერ ახლახან განხორციელებული იერიშისას.
ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ავიადარტყმები გუშინ განხორციელდა პროვინცია ურუზგანის მთიან რაიონებში, სადაც "ალ-ყაიდისა" და ყოფილი თალიბების მებრძოლები იქნა აღმოჩენილი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, სამოქალაქო პირები ამ ოპერაციის დროს დაზარალდნენ, თუ საუბარი სხვა ოპერაციაზეა. ცენტრალურ ავღანეთში, ბაგრამის ველზე, ამერიკის სპეცდანიშნულების ნაწილებმა 12 მებრძოლი დააკავეს. ამერიკელთა და მათ მოკავშირეთა შორის დანაკარგებზე ცნობები არ მოიპოვება.
XS
SM
MD
LG