Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს


ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის 6 თვით გაგრძელებას,

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის 6 თვით გაგრძელებას,
რომელიც 2002 წლის დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, იტყობინება საქართველოში აშშ-ს საელჩო. მისი თქმით, აშშ-ს, ისევე როგორც საქართველოს, სურს სწრაფი პროგრესი იხილოს აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ პოლიტიკურ მოლაპარაკებებსა და დევნილთა დაბრუნების პროცესში. აშშ მოუწოდებს აფხაზეთის კონფლიქტის მხარეებს მიიღონ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ შედგენილი დოკუმენტი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპების შესახებ და დიალოგი ამ დოკუმენტზე დაყრდნობით წარმართონ. ამავე დროს, რიჩარდ ბაუჩერი აღნიშნავს, რომ აშშ-თვის სრულიად გასაგებია საქართველოს მთავრობის შეშფოთება რუსეთის ისეთი ცალმხრივი ქმედებების გამო, როგორიცაა სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. აშშ მიიჩნევს, რომ არავინ არ უნდა მოიქცეს ისე, რომ შესაძლო გახდეს აფხაზეთის სეპარატისტული სტატუსის გაძლიერება და მოლაპარაკების პროცესის გართულება.
XS
SM
MD
LG