Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის განიარაღების


გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის განიარაღების ინსპექტორთა 11 კვირიანი მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის განიარაღების ინსპექტორთა 11 კვირიანი მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა გაეროს ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა.
მან საბჭოს განუცხადა, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებს ერაყში არ უპოვნიათ მასობრივი განადგურების არც ერთი იარაღი.
ბლიქსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინსპექტორებთან ერაყის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. უმთავრეს პრობლემად ბლიქსმა ერაყის მხრიდან ანტრაქსისა და მომწავლავი გაზის მარაგის გაუჩინარების შესახებ სრულფასოვანი პასუხის არ არსებობა დაასახელა. თუმცა, ბლიქსმა ასევე აღნიშნა, რომ ერაყის ლიდერებთან უკანასკნელი შეხვედრები უმთავრესი საკითხების მიმართ ერაყის უფრო ღია მიდგომაზე მიანიშნებს. ბლიქსის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს ატომური იარაღის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ-ბარადეიმ მიმართა. მან დაადასტურა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ერაყის მიერ ატომური იარაღის ფლობის მტკიცებულება, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გამოძიებას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG