Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს გაეროს


ირანმა მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს გაეროს ადამიანის უფლებათა უწყებასთან, რომლის დელეგაცია დღეს თეირანში ჩავიდა.

ირანმა მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს გაეროს ადამიანის უფლებათა უწყებასთან, რომლის დელეგაცია დღეს თეირანში ჩავიდა.
დელეგაციის მიზანია, გამოიძიოს ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ განაცხადა, ქვეყნის მთავრობამ მიიღო გაეროს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ირანში უცხოელ ექსპერტთა საქმიანობას ეხება. კერძოდ, ამ უკანასკნელებს ნებას დართავენ რამდენიმე ქალაქის ციხეები დაათვალიერონ, შეხვდნენ სასამართლო ორგანოების თანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG