Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ტერიტორიებზე არ წყდება შეტაკებები


პალესტინელთა ტერიტორიებზე არ წყდება შეტაკებები შეიარაღებულ პალესტინელებსა და ისრაელის ჯარის შენაერთებს შორის.

პალესტინელთა ტერიტორიებზე არ წყდება შეტაკებები შეიარაღებულ პალესტინელებსა და ისრაელის ჯარის შენაერთებს შორის.
ქალაქ ღაზაში, საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად, დაიღუპა პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" ხუთი წევრი. სამი ადამიანი დაშავდა. მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, ინტენსიური ორმხრივი ცეცხლის შედეგად, დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა, სულ ცოტა, 30 პალესტინელი. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის ჯარის შენაერთმა და ტანკებმა ერთ-ერთ შენობას ალყა შემოარტყეს. შეკრებილმა ბრბომ ჯერ ქვები დაუშინა, მერე კი ცეცხლიც გაუხსნა ისრაელ ჯარისკაცებს. პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ისრაელმა ჯარისკაცებმა ნაბლუსში ალყა შემოარტყეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ტაისირ ქალედის ოფისს, ხოლო თვით ქალედი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG