Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი დღეს ირანში ეწვია ატომურ რეაქტორებს და მათი ინსპექცია ჩატარა.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი დღეს ირანში ეწვია ატომურ რეაქტორებს და მათი ინსპექცია ჩატარა.
ის ეწვია ობიექტებს ნათანზში, თეირანიდან 250 კილომეტრში და არაქში. ბარადეის ამ ინსპექციის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. ბარადეი ორი დღით არის ირანში ჩასული იმ ბირთვული ობიექტების შემოწმების მიზნით, რომლებიც ვაშინგტონის ვარაუდით შეიძლება ბირთვული იარაღის შექნისთვის გამოიყენონ. ეჭვი ირანის მიმართ გაჩნდა, რადგან ამ ქვეყანას ნავთობის მარაგი აქვს და ენერგიის დეფიციტი არ უნდა ჰქონდეს. რუსეთმა, რომელიც ირანს ეხმარება ამ სფეროში, უარყო ამგვარი შესაძლებლობა, განაცხადა, რა, რომ ირანს მხოლოდ გაეროს მიერ დაშვებულ ტექნიკას აწვდის.
XS
SM
MD
LG