Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულმა სახელმწიფოებმა განიხილეს ნავთობის მიწოდებაზე


არაბულმა სახელმწიფოებმა განიხილეს ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების საკითხი იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს ერაყის წინააღმდეგ საომარ ოპერაციაზე უარი ათქმევინონ.

არაბულმა სახელმწიფოებმა განიხილეს ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების საკითხი იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს ერაყის წინააღმდეგ საომარ ოპერაციაზე უარი ათქმევინონ.
როგორც მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა მაჰატირ მოჰამადმა განაცხადა, ამ საკითხში თანხმობის მიღწევა ვერ მოხერხდა. კუალა ლუმპურში დარსულდა 49 მუსულმანური ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა. თათბირში მონაწილეობდნენ ისეთი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი და ირანი. 1973 წელს ისრაელსა და არაბებს შორის სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით გამოცხადებულმა ემბარგომ მსოფლიო ეკონომიკის დაცემა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG