Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მარტის დახურულ სხდომაზე თურქეთის


1 მარტის დახურულ სხდომაზე თურქეთის პარლამენტმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის წინადადებაზე,

1 მარტის დახურულ სხდომაზე თურქეთის პარლამენტმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის წინადადებაზე,
რომ ერაყთან ომის შემთხვევაში, თურქეთში, 62 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდეს. ადრე მიღებულ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ დეპუტატებმა მოიწონეს მთავრობის წინადადება, რომელსაც 264-მა კანონმდებელმა მისცა ხმა 251-ის წინააღმდეგ, ხოლო 19 დეპუტატმა თავი შეიკავა. მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ამერიკის ჯარის განთავსებას სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ნახევარზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი. ამდენად, კენჭისყრის შედეგი გაუქმდა. პარლამენტის ახალი სხდომა სამშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG