Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მარტს "ალ სამუდ 2"


2 მარტს "ალ სამუდ 2" ტიპის კიდევ 6 რაკეტა გაანადგურა. თუმცა სადამ ჰუსეინის მრჩეველი გენერალი ალ-საადი ამბობს,

2 მარტს "ალ სამუდ 2" ტიპის კიდევ 6 რაკეტა გაანადგურა. თუმცა სადამ ჰუსეინის მრჩეველი გენერალი ალ-საადი ამბობს,
რომ ბაღდადი შეწყვეტს რაკეტების განადგურებას, თუკი შეერთებული შტატები განაგრძობს ომის მუქარას. მსოფლიო ლიდერები დღესაც განაგრძობენ ერაყის კრიზისის დაძლევის გზების ძიებას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ერაყზე მეორე რეზოლუციის მიღება არ არის საჭირო, თუმცა, მას არ დაუზუსტებია მეორე რეზოლუციაზე კენჭისყრის შემთხვევაში საფრანგეთი უშიშროების საბჭოზე გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუ უბრალოდ არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერაყის შესახებ მეორე რეზოლუციის მიღების მიზნით კვლავ აქტიურ კამპანიას აწარმოებენ. ახალი რეზოლუციის მისაღებად მათ სჭირდებათ უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრის თანხმობა და აგრეთვე ისიც, რომ არც ერთმა წევრმა არ გამოიყენოს ვეტოს უფლება.
XS
SM
MD
LG