Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია განაგრძობს პალესტინელთა ტერიტორიებზე


ისრაელის არმია განაგრძობს პალესტინელთა ტერიტორიებზე ოპერირებას.

ისრაელის არმია განაგრძობს პალესტინელთა ტერიტორიებზე ოპერირებას.
ქალაქ ჯენინში, დღეს, მისმა ჯარისკაცებმა ერთი პალესტინელი მოკლეს, შეტაკების შედეგად დაიჭრა ორი ისრაელი ჯარისკაცი. დააპატიმრეს შვიდი პალესტინელი მოქალაქე. ჯენინში კომენდატის საათია დაწესებული. დღესვე, ქალაქ ნაბლუსის მახლობლად ებრაელმა მოსახლეებმა პალესტინელებს ცეცხლი დაუშინეს ქვების სროლაზე პასუხად და ერთი მათგანი დაჭრეს. გასულ დღე-ღამეში იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 45 პალესტინელი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG