Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთში


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთში ვიზიტის დროს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ატალ ბეჰარი ვაჯპაის შეხვდა.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთში ვიზიტის დროს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ატალ ბეჰარი ვაჯპაის შეხვდა.
მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის სფეროში. ინდოეთში სტუმრობისას კარზაი ერაყის კრიზისსაც შეეხო: მისი თქმით, აშშ-ის მზადებას ერაყის წინააღმდეგ ომისათვის არა აქვს კავშირი ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებთან. [კარზაის ხმა] "ვერ ვხედავ რაიმე კავშირს ერაყში შექმნილ და ავღანეთში შექმნილ ვითარებას შორის. არა მგონია, ერაყის საკითხში მოქმედება რამენაირად უკავშირდებოდეს ვითარებას ავღანეთში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ".
XS
SM
MD
LG