Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში დასრულდა გაეროს უშიშროების


ნიუ იორკში დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ერაყის განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელის ჰანს ბლიქსის ანგარიში მოისმინეს.

ნიუ იორკში დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ერაყის განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელის ჰანს ბლიქსის ანგარიში მოისმინეს.
ბლიქსმა აღნიშნა, რომ გაეროს ინსპექტორებთან ბაღდადის თანამშრომლობა გააქტიურდა და ამის მაგალითად ერაყის მიერ "ალ სამუდ ორი" ტიპის რაკეტების განადგურება და ანტრაქსსა და მომწამლავ გაზზე დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოიყვანა, რის ერთ-ერთ ძირითად მიზეზადაც საერთაშორისო ზეწოლა დაასახელა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ სამთვიანი შემოწმების მანძილზე ინსპექტორებმა ერაყის მიერ ატომური პროგრამების განხორციელების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ბლიქსმაც და ელ-ბარადეიმაც განაცხადეს, რომ ინსპექციის გაგრძელება საჭიროა. საერთაშორისო განწყობა ერაყის კრიზისის მიმართ არ შეცვლილა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, არ დაუშვებს გაეროს მიერ ერაყის კრიზისის სამხედრო გზით გადაჭრის შესახებ რეზოლუციის მიღებას.
XS
SM
MD
LG