კვირას თურქეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების დამატებითი ტური, რომელშიც, წინასწარი შედეგებით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.
შედეგად ერდოანს, რომელიც თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" თავმჯდომარეა, შესაძლებლობა ეძლევა სათავეში ჩაუდგეს თურქეთის მთავრობას. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც ხმების 87 პროცენტის დათვლას ეყრდნობა, ერდოანმა და მისმა ხმების თითქმის 85 პროცენტი მოიპოვა სამხრეთ თურქეთში, ქალაქ სიირტში ჩატარებულ კენჭისყრაში. ახლა მოსალოდნელია, რომ თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი აბდულა გიული ოთხშაბათს გადადგება, რათა გზა გაუთავისუფლოს ერდოანს. აქამდე ერდოანს, რომლის პარტიამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თურქეთის კანონები უკრძალავდა მთავრობაში მუშაობას.