Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ინსპექტორების პრეს-მდივნის განცხადებით


გაეროს განიარაღების ინსპექტორების პრეს-მდივნის განცხადებით, ერაყში გრძელდება აკრძალული, "ალ სამუდ ორის" ტიპის რაკეტების განადგურება.

გაეროს განიარაღების ინსპექტორების პრეს-მდივნის განცხადებით, ერაყში გრძელდება აკრძალული, "ალ სამუდ ორის" ტიპის რაკეტების განადგურება.
იუწყებიან ასევე, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა ძიან ძემინმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან საუბარში მხარი დაუჭირა ერაყში გაეროს განიარაღების ინსპექციების გაგრძელებას. ჩინეთის სახელმწიფო მასმედიის ცნობით, ეს საუბარი ტელეფონით გაიმართა.
დღეს ტელეფონით ისაუბრეს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმაც. გერმანიის მთავრობის პრეს-მდივნის თქმით, კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის ინიციატივას, რომ მომავალ კვირაში სახელმწიფოს მეთაურები უნდა დაესწრონ გაეროში დაგეგმილ კენჭისყრას ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის შესახებ. პრეს-მდივან ბელა ანდას თქმით, კანცლერმა თავისი მხარდაჭერის შესახებ ტელეფონით შეატყობინა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს. შირაკი გუშინ გამოვიდა ინიციატივით, რომ კენჭისყრას უშიშროების საბჭოში დაესწრონ სახელმწიფოს მეთაურები, მათ შორის ამერიკელი ჯორჯ ბუში, რათა პირადი პასუხისმგებლობა იკისრონ "სამკვდრო-სასიცოხლო" მნიშვნელობის გადაწყვეტილებაზე.
XS
SM
MD
LG