Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს


სომხეთში ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მოაწყობენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს

სომხეთში ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მოაწყობენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს
ოთხშაბათს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით. კვირას ერევანში დაახლოებით 6 000-კაციანი დემონსტრაციით გაგრძელდა ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები, რომელიც მოჰყვა საარჩევნო კომისიის განცხადებას, არჩევნებში ამჟამინდელ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გამარჯვების შესახებ. ამ ინფორმაციით, ქოჩარიანმა ხმების 67,5, ხოლო მისმა მეტოქემ, სტეფან დემირჭიანმა 32,5 პროცენტი მოაგროვა. დემირჭიანი უარს ამბობს დამარცხების აღიარებაზე და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG