Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის


იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მეუღლე, მირა მარკოვიჩი დღეს არ გამოცხადებულა სასამართლოში,

იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მეუღლე, მირა მარკოვიჩი დღეს არ გამოცხადებულა სასამართლოში,
სადაც ის ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე იყო დაბარებული. საინფორმაციო სააგენტო "ტანიუგის" მიერ გავრცელებული ცნობით, მარკოვიჩის ვექილმა თქვა, რომ მის კლიენტს არ მიუღია გამოძახება და ის აპირებდა სლობოდან მილოშევიჩის მონახულებას ჰააგაში, სადაც მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ბელგრადის რაიონული სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკოვიჩი უნდა გაასამართლონ მილოშევიჩის მმართველობის პერიოდის კიდევ ათ ოფიციალურ პირთან ერთად - ყველას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებები აქვს წაყენებული.
XS
SM
MD
LG