Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კამპანიამ მრავალ ქვეყანაში


საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კამპანიამ მრავალ ქვეყანაში გამოიწვია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - იტყობინება პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.

საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კამპანიამ მრავალ ქვეყანაში გამოიწვია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - იტყობინება პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
ვენაში მდებარე ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული კანონები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში იქნა მიღებული, ხშირად ზღუდავს ჟურნალისტების უფლებებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სიტყვის თავისუფლების მხრივ საგანგაშო ვითარებას რუსეთში. დოკუმენტის თანახმად, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი, სადაც განუწყვეტლივ ირღვევა სიტყვის თავისუფლება, საერთაშორისო კრიტიკის მიღმა დარჩა, ვინაიდან ეს ქვეყნები ანტიტერორისტულ კამპანიაში მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG